შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ზვიად შალამბერიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს შეხვდნენ
05.08.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების სამთავრობო კომისიის ფარგლებში გამართა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ენჯეო სექტორი გაეცნო სამთავრობო კომისიის შექმნის მიზნებს, ამოცანებსა და სამომავლო გეგმებს. სამთავრობო კომისიის მიზანია, ჩამოყალიბდეს ინკლუზიური, საერთო ეროვნული პროცესი , რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი, კომპლექსური და ყოვლის მომცველი სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.