კოვიდ 19-ის გავრცელების მხრივ იმერეთის რეგიონის დღიური მაჩვენებელი 11 % აცდა
04.08.2021
უკან დაბრუნება
კოვიდ 19ის გავრცელების მხრივ იმერეთის რეგიონის დღიური მაჩვენებელი 11 % აცდა, ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა განაცხადა. როგორც გოჩა გიორგაძემ განაცხადა ეს არის მაჩვენებელი, რომელიც გასული წლის ნომებრის თვეში ფიქსირდებოდა. გიორგიძის განცხადებით, გასული წლის ნოემბრისგან განსხვავებით ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ვაქცია, რომლის მაქსიმალური გამოყენებაც უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 518 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.