ეკატერინე ტიკარაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ
04.08.2021
უკან დაბრუნება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესს გაეცნენ.
ჯანდაცვის მინისტრმა მოქალაქეებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ვაქცინაციის გარდა, პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მნიშვნელოვანია ნიღბის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა.
დიპლომატმა ვაქცინაციის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და საქართველოს მთავრობას უცხო ქვეყნის მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.