შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს უკვე ინგლისურ ენაში გამოცხადდა,
03.08.2021
უკან დაბრუნება
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები დღეს უკვე ინგლისურ ენაში გამოცხადდა, აბიტურიენტებს ქულების გაგება როგორც ვებგვერდის, ასევე მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებითაც შეუძლიათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის ინფორმაციით,ეს არის პირველადი შედეგები, აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ მოხდება ვარიანტების გათანაბრება და მათი საბოლოო ქულა მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი. აბიტურიენტებს ექნებათ 3 დღე, რომ კონკრეტულ საგანში საპრეტენზიო განაცხადი შეიტანონ, თუ მიაჩნიათ, რომ მათი ქულა არ არის ნამუშევრის შესაბამისი. 200მეტმა აპლიკანტმა უმაღლესი ქულა მიიღო ხოლო ჩაჭრილთა რაოდენობა დაახლოებით წინა წლის სტატისტიკის იდენტურია.