ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო
03.08.2021
უკან დაბრუნება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო, მისივე თქმით
აცრა 15 ჯერადობით იცავს -ანუ 1000 ადამიანში ვინც აცრილია, შეიძლება დაიღუპოს ერთი მაშინ, როდესაც აუცრელ 1000 ადამიანში დაიღუპება 15.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, გუშინ 19 000 ჯავშანი იყო და აქედან აცრაზე 3 ათასი ადამიანი არ გამოცხადდა, ან აცრა არ ჩაიტარა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ვაქცინირებულ პირებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დაბალია.