2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი
03.08.2021
უკან დაბრუნება
2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, კვლევის შედეგებს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში აფასებენ, ლევან ოყრეშიძე მიიჩნევს რომ ინფლაციის მაჩვენებელე საკმაოდ მაღალია თუმცა ეს მოსალოდნელი იყო, შედეგების გაუმჯობესების მიზნით კი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საწიროებაზე ამახვილებს ყურადღებას.