შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრმა კვლევა ჩაატარა
03.08.2021
უკან დაბრუნება
2021 წლის 15-30 ივნისის პერიოდში "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 29% ნამდვილად უჭერს მხარს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ,22% - ნაწილობრივ, 27% - წინააღმდეგია, 12% - ნაწილობრივ წინააღმდეგია, 10%-მა არ იცის/არ აქვს პასუხი კითხვაზე. (IRI) ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას. ჩვენი გადამღები ჯგუფი თემით დაინტერესდა თუ რამდენად ენდობიან ოპოზიციური პარტიები წარმომადგენლები აირაის კველვას. ამჯერადაც, აზრი ორად იყოფა. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი წევრი გია თევდორაძე კვლევას ნდობას უცხადებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ კვლევის ცენტრს სოციალური კვ;ლევის დიდი გამოცდილება აქვ და აქედან გამომდგინარე მის მიერ დადებული სედეგები ერთგვარი სახელმძღვანელო უნდ აგახდეს ნებისმიერ პარტიისთვის. „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი წევრი ირაკლი კიკვაძე ჩვენტან საუბრისას აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილში ჩატარებული აირაის კვლევების მიმართ ნაკლები სანდოობა აქვს. ამ კონკრეტულ კველაში კი ის გიორგი გახარიას გუნდის მიერ მოპოვებულ პროცენტულ მაჩვენებს ალოგიკურს უწოდებს. საკითხზე ადგილობრივ თვითმმართველობაში კომენტარი არ გააკეთეს.