28 ივლისი ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
28.07.2021
უკან დაბრუნება
28 ივლისს, ჰეპატიტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, 2015წლიდან ქვეყანაში ელიმინაციის სახელმწიპო პროგრამა მოქმედებს, რაც ცჰეპატიტის დიაგნოსტიკას და მკურნალობას პაციენტებში სრულად აფინანსებს, 2019 წლიდან კი ქუთაისის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში ხორციელდება ,,ინტეგრირებული სკრინინგის მუნიციპალური პროგრამა“ რომლის ბიუჯეტი 25 ათას ლარს შეადგენს. პროგრამის ფარგლებში ოჯახის 20 ექიმი კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სწრაფი ტესტირებით სკრინინგს ახორციელებს.
2020 წლიდან კი ფუნქციონირებს ცჰეპატიტის მიდევნების პროგრამა წარსულში დადასტურებული შემთხვევების შემდგომი მოძიების მიზნით კონკრეტულად იმ პაციენტებში რომლებმაც თავად არ მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმღვანელი მაია ნადარეიშვილი აცახდებს ც ჰეპატიტის დადასტურებულმა შემტხვევებმა იკლო რაც პანდემიის გამო მიმართვიანობის შემცირებული მაჩვენებლის შედეგია.