ლენტეხში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება
28.07.2021
უკან დაბრუნება
ლენტეხში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. მუნიციპალიტეტის 20 სოფელთან დამაკავშირებელი გზა ნაწილოობრივ აღდგენილია. ამ დროისთვის კვლავ გარემოს მოწყვეტილია 5 სოფელი, მათგან ერთს არ მიეწოდება ელექტროენერგია.ამ დროისთვის სატრანსპორტო მიმოსვლა არდგენილია,თუმცა ღამით, უსაფრთხოების მიზნით გზა ისევ ჩაიკეტება.სამუშაოები დილით გაგრძელდება. ლენტეხში სტიქიის რამდენიმე კერა იყო. ადიდებულმა მდინარეებმა წაიღო ცენტრალური გზა და დააზიანა ხიდები. როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის ინფრასქრუქტურის სამსახურის უფროსმა ლევან ლეპარტელიანმა დღის ამბებთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა სტიქიით მიყენებული ზარალი მასშტაბურია, ზუსტი ოდენობის დასადგენად კი სპეციალურად შექმნილი კომისია მუშაობს.