შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



26 ივლისი ტელე-რადიო კომპანია „რიონისთვის“ გამორჩეულად ტრაგიკული დღეა
26.07.2021
უკან დაბრუნება
26 ივლისი ტელე-რადიო კომპანია „რიონისთვის“ გამორჩეულად ტრაგიკული დღეა. 12 წლის წინ 2009 წლის 26 ივლისს ტრაგიკულად დაიღუპნენ წამყვანი და ჟურნალისტი ნინო გიგაშვილი, ჟურნალისტი ჯონი კუბლაშვილი, წამყვანი გიორგი მგალობლიშვილი და ოპერატორი დათო ავალიანი. 6 წლის წინ კი 2015 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „რიონმა“ კიდევ ერთი თანამშრომელი სოსო მანანია დაკარგა. 1 აგვისტო კი ტელეკომპანია „რიონის“ დირექტორის ტექნიკურ და შემოქმედებით დარგში გიგა კაპეტივაძის დაბადების დღეა, რომელიც ასევე სამწუხაროდ ჩვენს გვერდით აღარ არის. ეს ადამიანები თავიანთი საქმის პროფესიონალები იყვნენ და წლების განმავლობაში ტელევიზიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს, მათი გახსენება და მათზე საუბარი ტელერადიო კომპანია რიონის გენერალურ დირექტორს ემოციების გარეშე უჭირს, როგორც თამარ ღვინიანიძე ამბობს ყველა მათგანის სახით ტელევიზიამ საქმეზე შეყვარებული და პროფესიონალი გუნდი დაკარგა.