ვაქცინაციის პროცესის წახალისების მცდელობა არის მთავარი მიზანი, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთი ფიტნეს კლუბი აქციას აცხადებას
26.07.2021
უკან დაბრუნება
ვაქცინაციის პროცესის წახალისების მცდელობა არის მთავარი მიზანი, რის გამოც ქუთაისის ერთ-ერთი ფიტნეს კლუბი აქციას აცხადებას, გალილეოს ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით მათთვის ვინც აცრას გაიკეთებს
საწევროზე 50% -იანი ფასდაკლება იმოქმედებს,ფიტნეს-კლუბის ადმინისტრატორი თორნიკე გელაშვილი მიიჩნევს რომ აცრა პანდემიის დასამარცხებლად უალტერნატივო საშუალებაა და წამახალისებელი აქცია ვაქცინაციის პროცესში ჩართულობის გაზრდას ემსახურება. ,,ვფიქრობ ამ ეტაპზე ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, რომლებიც ვაქცინაციის პროცესის წახალისებას ვცდილობთ , რთულია სხვებსაც მოუწოდო იგივესკენ თუმცა მიმაჩნია რომ პანდემიით მიყენებული ზარალი გაცილებით მძიმეა , ვიდრე ნებისმიერი აქციის ფარგლებში შემცირებული შემოსავალი“აღნიშნა გელაშვილმა.