ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 8300 სტუდენტი 50 პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებს
24.07.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში 8300 სტუდენტი 50 პროცენტიანი შეღავათით ისარგებლებს, “თიბისის” სტუდენტური ბარათით გადაიხდის შემთხვევაში მათზე სპეციალური საშეღავათო ტარიფი გავრცელდება და ანგარიშიდან 40 თეთრის ნაცვლად, 20 თეთრი ჩამოეჭრებათ.სიახლე 14 ივლისიდან ამოქმედდა და ის ქუთაისის უნივერსიტეტების, პროფესიული სასწავლებლების და კოლეჯების სტუდენტებზე გავრცელდება. ახალ მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობისთვის გაცილებით კომფორტული პირობებია, პარალელურად ხომარ განიხილება საფასურის გაზრდა სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი გიორგობიანი აცხადებს რომ ამის თაობაზე ინფორმაცია არ აქვს.