ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა
23.07.2021
უკან დაბრუნება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მხარეებმა პაციენტების ჰოსპიტალიზაციაზე, გაწერის კრიტერიუმებზე, პედიატრიული შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე იმსჯელეს. განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები, გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.