შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
23.07.2021
უკან დაბრუნება
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარის გუბერნატორმა შეხვედრაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის, დარგის გამოწვევების, მათი დაძლევის გზებსა და სამომავლო განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქუთაისის აეროპორტში ავიარეისების აღდგენის დინამიკაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის რეგიონისთვის. განიხილეს ის გეგმებიც, რომელიც ხელს შეუწყობს იმერეთის მხარის პოპულარიზაციას, რაც, პირველ რიგში, გააძლიერებს იმერეთში ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ასევე, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოეწყო ინფო-ტური მათ ჰქონდათ საშუალება ენახათ გამოფენა ,,სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი".