,,უახლოეს დღეებში არ და ვერ დაიგეგმება ახალი მკაცრი შეზღუდვები“
23.07.2021
უკან დაბრუნება
,,უახლოეს დღეებში არ და ვერ დაიგეგმება ახალი მკაცრი შეზღუდვები“ ეს განცხადება ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა მედიასთან გააკეთა, როგორც თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა გართულებული ეპიდ ვითარების პირობებში კლინიკური სექტორის ძალების მაქსიმალური მობილიზაცია და გაზრდილი შემთხვევების ეფექტური მართვა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მან ასევე სასწრაფოების, ოჯახის ექიმების და კოვიდ კლინიკების გამართული მუშაობის აუცილებლობაზე გაამხვილა ყურადღება.