კოვიდ 19 ის გაზრდილი სტატისტიკა ბავშვებზეც აისახა, როგორც მედიკოსები აცხადებენ ვირუსის შემთხვევები მოზარდებშიც იმატებს,თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მამუკა მაჭავარიანის ინფორმაციით პაციენტების კონტროლი და მათი საწოლფონდებით უზრუნველყოფა ამ დროისთვის პრობლემების გარეშე ხერხდება, მედიკოსები მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისაკენ მოუწოდებენ.