ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით დაინტერესებულმა ინვესტორმა დავით კერესელიძემ გულშემატკივრებთან შეხვედრა გამართა
22.07.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის "ტორპედოს" შეძენით დაინტერესებულმა ინვესტორმა დავით კერესელიძემ გულშემატკივრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე შედგა. კერესელიძე კლუბის გულშემატკივარს შეხვდა და კითხვა პასუხის რეჟიმში მათთან სამოამვლო გეგმებზე ისაუბრა. გავრცელებული ინფორმაციით აუქციონი უახლოეს მომავალში გაიმართება, სადაც ტორპედოს შესაძენად ორი ინვესტორი იბრძოლებს. ვის მფლობელობაში გადავა კლუბი, ამას სწორედ აუქციონი გაარკვევს, მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ნიუ ვიჟენი, რომლის რექტორიც თავად დავთ კერესელიძეა ტორპედოს სპონსორობას გაუწევს.