შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარეობის და წევრობის ვერცერთმა კანდიდატმა პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო
22.07.2021
უკან დაბრუნება
ცენტრალური საარჩევნო კომისისს თავმჯდომარეობის და წევრობის ვერცერთმა კანდიდატma პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მიიღო.ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარმოდგენილ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი 83 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 11-მა ხმა წინააღმდეგ მისცა. მეორე კანდიდატურამ, გიორგი სანტურიანმა 4 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო, 11 კი, წინააღმდეგი იყო. იმის გამო, რომ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევა კვლავ ვერ მოხდა, კანონმდებლობის თანახმად, გაიმართება კიდევ ერთი კენჭისყრა. ჩვენ დასახელებული პოზიციაზე წარდგენილ ერთ-ერთ კანდიდატს გიორგი კალანდარიშვილს ვესაუბრეთ, მან სატელეფონო ინტერვიუში მხარდაჭერის შემთხვევაში სამოქმედო გეგმაზე ვრცლად ისაუბრა.