,,ვერ ვიტყვი რომ გადაადგილების თავისუფლება გვაქვს რაც ასევე იყო შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი“ ეს განცხადება ტელერადიო კომპანია რიონთან მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ერთ-ერთმა წევრმა გააკეთა , როგორც მაკა სულაძემ სატელფონო საუბარში განმართა, რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც, რომლებიც ხეობაში გაადგილების უფლებას აქციის მთავარ ორგანიზატორებს მხოლოდ დეტალური ინფორმაციის მიღების შემდგომ აძლევენ.,, უნდა ჩავაბაროთ ყველა ჯერზე პოლიციას ინფორმაცია, სად მივდივართ, რა მიზნით და როდის დავბრუნდებით, თუ მასა გადადაგილების თავისუფლება ქვია ასეთი გვაქვს, მაგრამ ამას მე თავისუფლებას ვერ დავარქმევ „განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა.