ახლა კი გაჩვენებთ კადრებს, რა ვითარებაა შავი ზღვის სანაპიროზე, პლაჟი მესამე დღეა დაბინძურებულია, გავრცელებული ინფორმაციით შავი ზღვის დაბინძურება თურქეთში არსებულმა წყალდიდობამ გამოიწვია, რის გამოც სანაპიროზე გამოირიყა ხის ნაფოტები, პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და გამოყენებული საყოფაცხოვრებო ნივთები . მიმდინარეობს სანაპირო ზოლის დასუფთავება, ჩვენ თემაზე ეკოლოგს ვესაუბრეთ, ციცინო თურქაძე ამბობს რომ ნარჩენების მართვა კომპლექსური ღონისძიებებით უნდა მოხდეს, რაც მდინარეებისა და ზღვების დაბინძურების დონეს შეამცირებს.