ქუთაისმა ქართულ ჭიდაობაში კოლია ქვარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა.
17.07.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისმა ქართულ ჭიდაობაში კოლია ქვარიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა. მასში 18 წელს ზემოთ სპორტსმენები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩაერთნენ. ტურნირი ქუთაისის მერიის ორგანიზებით მოეწყო და სხვადასხვა წონით კატეგორიაში ჩატარდა.გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები, მედლები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.