ქუთაისში დღეს პირველად ბოშათა საერთაშორისო დღე აღინიშნა.ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ”ვოლდვიჟენის” ინიციატივით გაიმართა.საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით 1989 წელს საქართველოში 1744 ბოშა ცხოვრობდა.2009 წლის კვლევის მიხედვით კი 1000-მდე შემცირდა.ბოშათა საერთაშორისო დღის აღნიშვნის მთავარი დანიშნულება მათი ტრადიციის საზოგადოებისთვის გაცნობა და ინტეგრაციაა.
დღესვე გამოფენაც მოეწყო სადაც ფოტოგრაფ ირმა შარიქაძის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.