ადგილობრივ ვეტერანებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე შეხვდნენ
16.07.2021
უკან დაბრუნება
ადგილობრივ ვეტერანებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე შეხვდნენ. იმერეთის რეგიონში გეგმიურ ვიზიტის ფარგლებში კობა კობალაძემ შეხვედრები უკვე გამართა საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის და ვანის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ვეტერანებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დღეს კი ანალოგიური შეხვედრა ქუთაისში შედგა.
კობა კობალაძემ ვეტერანებს ის პროექტები გააცნო, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, პრიორიტეტული პროგრამების შემუშავებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფას ეხება.