ჭიათურელი პიანისტი,20 წლის სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში გამართული მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია
15.07.2021
უკან დაბრუნება
ჭიათურელი პიანისტი,20 წლის სანდრო გეგეჭკორი ბარსელონაში გამართული მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
მან საფინალო ტურში პ.ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტი შეასრულა.
სანდრო გეგეჭკორს გადაეცა ფულადი ჯილდო ( 25000 € )და ასევე აუდიტორიის სიმპათიის პრიზი, რომლის მფლობელიც ონლაინ ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდა.
კონკურსი 66-ე ჯერ ჩატარდა.
მარია კანალსის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი” მსოფლიოში ერთ-ერთი ურთულესი, საკმაოდ პრესტიჟული კონკურსია. პირველობის მოსაპოვებლად, წელს, 400-მდე კონკურსანტი იბრძოდა, რომელთაგანაც 34 საუკეთესო შეირჩა, ნახევარფინალისთვის მათი რაოდენობდა 15-მდე შემცირდა,ფინალისთვის 3 რჩეული გამოვლინდა,ხოლო გამარჯვება ქართველმა მუსიკოსმა მოიპოვა.20 წლის სანდრო გეგეჭკორი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტია.