შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა 42 ათასი ლარით გაიზრდება
14.07.2021
უკან დაბრუნება
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა 42 ათასი ლარით გაიზრდება და 1 სექტემბრიდან სერვისს ყველა ის ბენეფიციარი მიიღებს, რომელსაც შესაბამისი დოკუმენტაცია აქვს წარდგენილი და მომლოდინეთა სიაში ირიცხება.საკითხს დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გაიტანენ. ამის შესახებ დღეს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის ცენტრების ხელმძღვანელებსა და მშობლებთან ერთად იმსჯელეს . დღეისათვის ქალაქის მასშტაბით აუტიზმის სპექტრის მქონე 180 ბავშვს 3 ცენტრი ემსახურება და მათი რეაბილიტაცია 741 ათასი ლარით ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.