შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქიმიური დასკვნის შედეგბი გამოაქვეყნა
13.07.2021
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქიმიური დასკვნის შედეგბი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად,ლექსო ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება. როგორც ცნობილია, 5 ივლისს მიღებული ტრავმის გამო ტვ პირველის ოპერატორი სხვადასხვა გამაყუჩებელს , მათ შორის მორფს იღებდა. დღის ამბები დაინტერესდა, რამდენი ხანი რჩება სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება ადამიანის ორგანიზმში.
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელის ალექსანდრე აბულაძის განმარტებით , ყველა ნარკოტიკულ ნივთიერებას განსხვავებული მაჩვენებელი და დრო გააჩნია, მაგალითად მორფინი-ტკივილგამაყუჩებელია, რომელსაც სამედიცინო სფეროში ყველაზე აქტიურად მოიხმარენ და იგი ორგანიზმში მიღებიდან 4-5 დღის განმავლობაში რჩება. რაც შეეხება მეტადონს, მისი კვალი ორგანიზმში ორი კვირის განმავლობაში რჩება.