შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ბავშვებში ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა
13.07.2021
უკან დაბრუნება
მოიმატა თუ არა ბავშვებში ვირუსის შემთხვევებმა? მინისტრის მოადგილის განცხადების კვალდაკვალ ჩვენ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მივედით.კლინიკა კოვიდმიმღებია პირველივე დღეებიდან, შესაბამისად მკურნალობენ არასრულწლოვნებსაც. ამ დროის მონაცემებით საავადმყოფოში მკურნალობის კურსს, 96 პაციენტი გადის მათგან ორი კი რეანიმაციულ განყოფილებაშია. ინფექციურში 23 ბავშვი მკურნალობს, ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, ბავშვებში ვირუსის შემთხვევებმა მოიმატა.