ბაღდათში რევაზ ლაღიძის საიუბილეო 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა
12.07.2021
უკან დაბრუნება
ბაღდათის მუნიციპალიტეტში დიდი ქართველი კომპოზიტორის, რევაზ ლაღიძის საიუბილეო 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ბაღდათის მერთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, ბაღდათის კულტურის ცენტრის ეზოში კომპოზიტორის ბიუსტი გახსნა. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში სხვადასხვა ანსამბლის მონაწილეობით, კონცერტი გაიმართა.ლაღიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და იგი ბაღდათში ყოველ წელს გაიმართება.