შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



დღეს პეტრე-პავლობაა!
12.07.2021
უკან დაბრუნება
12 ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს მოწაფეთა, წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს იხსენიებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ. წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. წმინდა პეტრე ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე. დღეს ქუთათელ -გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ პეტრე-პავლობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღავლინა და საქართველო დალოცა.