ჟურნალისტებისა და ოპერატორების მდუმარე აქცია ქუთაისში
12.07.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ჟურნალისტები და ოპერატორები ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალების ფაქტს მდუმარე აქციით გამოეხმაურნენ. მედიის წარმომადგენლებმა, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს და ძალადობა გააპროტესტეს. ისინი ხელისუფლების მხრიდან სწორ და ობიექტურ გამოძიებას ელოდებიან. აქცია 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ სოციალური ქსელით დაიგეგმა.