შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტი სერგო ჩივაძე სამართალდამრღვევად არ ცნო
12.07.2021
უკან დაბრუნება
ადვოკატ ლევან ჭელიძის ინფორმაციით, საქმე ეხება მერიის ადმინისტრაციული შენობიდან საპარტულო პოლიციის მიერ ჟურნალისტის ძალის გამოყენებით გაყვანის ფაქტს. საპატრულო პოლიციის იმერეთის მთავარმა სამმართველომ სერგო (ბუბა) ჩივაძის დაჯარიმება ორიმუხლით მოითხოვა ესენია საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი -წვრილმანი ხულიგნობა, რაც სანქციის სახით ითვალისწინებს 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას , ასევე 173-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს 1000-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან პატიმრობას 15 დღემდე. საქმეს სასამართლო დაახლოებით 3 თვე იხილავდა , დღეს კი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მოსამართლე ციცინო კიკვაძემ სერგო ჩივაძის მიმართ დაწყებული საქმის წარმოება შეწყვიტა და პირი არ ცნო სამართალდამრღვევად.