შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



წყალტუბოში რეკრეაციული სივრცეებისა და საბავშვო სკვერების მოწყობას განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება
10.07.2021
უკან დაბრუნება
წყალტუბოში რეკრეაციული სივრცეებისა და საბავშვო სკვერების მოწყობას განსაკუთებული მნიშვნელობა ენიჭება. მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით 2020-2021 წლებში 15-ზე მეტი პროექტი განხორციელდა. ახალი სკვერი უკვე მოეწყო ტაბიძის ქუჩაზე, გაკეთდა საბავშვო კუთხე, დაიგო დეკორატიული ფილები, შესრულდა გამწვანების სამუშაოები, კეთილმოეწყო ეზო. საბავშვო სივრცეები კეთდება თბილისის, ჭავჭავაძისა და თამარ მეფის ქუჩებზე, იდგმება დასავენებელი სკამები, კეთდება ფანჩატურები, ეწყობა ბავშვებისთვის საქანელები, სხვადასხვა გასართობი ატრაქციონები. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.