გიორგი გახარიამ მედიას ის მიმართულებები გააცნო,რომლის მიხედვითაც ის და მისი გუნდი ქუთაისის განვითარებას გეგმავს
10.07.2021
უკან დაბრუნება
გიორგი გახარიამ მედიას ის მიმართულებები გააცნო,რომლის მიხედვითაც ის და მისი გუნდი ქუთაისის განვითარებას გეგმავს.პირველი,რასაც გახარია ასახელებს, ქუთაისისთვის ინდუსტრიული ქალაქის ფუნქციის აღდგენა და შიდა ეკონომიკის განვითარება,ასევე იმ ადამიანებისთვის ხელის შეწყობაა,რომლებიც ბიზნესის დაწყებას და განვითარებას ქუთაისიდან გეგმავენ.პარტია "საქართველოსთვის"თავმჯდომარე მიიჩნევს,რომ ქუთაისი გახდეს ტურისტულად უფრო მიმზიდველი და და ასევე განვითარდეს, როგორც ლოჯისტიკური ცენტრი. გახარიამ აქცენტი საერთაშორისო უნივერსიტეტზეც გააკეთა და აღნიშნა,რომ "საერთაშორისო დონეზე გამოყოფა ქუთაისის,როგორც საგნამათლებლო ცენტრის, შეუძლია მხოლოდ ახალ უნივერსიტეტს."