შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული პოლიტიკაზე იმსჯელეს
09.07.2021
უკან დაბრუნება
კლიმატის ცვლილების გამომწვევი ძირითადი მე ქანიზმები , მოსალოდნელი შედეგები და გამოწვევები , კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული პოლიტიკა- ამ თემებზე იმსჯელეს დღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ,სადაც დღეს ზაფხულის სკოლა გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდობის ინფორმირებას კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. ზაფხულის სკოლა ასოციაცია,, ქალები რეგიონების განვითარებისათვის ორგანიზებითა,, და ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობის,, მხარდაჭერით მოეწყო. ასოციაციამ ,,ქალები რეგიონების განვითარებისათვის,, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა. ზაფხულის სკოლის მსმენელებს სერთიფიკატები კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის დღეს -10 ოქტომბერს გადაეცემა.