ქუთაისში მოძრაობა ,,სირცხვილიას“ ოფისი დააზიანეს
09.07.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში მოძრაობა ,,სირცხვილიას“ ოფისი დააზიანეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დილით მინა ჩამსხვრეული დახვდათ. ისინი ფაქტს ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,სირცხვილიას“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს ვესაუბრეთ. მიხეილ მუმლაძის განმარტებით ჯერჯერობით დაუდგენელია ის პირები, რომლებმაც ოფისი დააზიანეს.შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 187_ე მუხლით მიმდინარეობს.