25 წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს საქართველო მასპინძლობს
08.07.2021
უკან დაბრუნება
25 წლიანი პაუზის შემდეგ ახალგაზრდა ფიზიკოსთა 34-ე საერთაშორისო ტურნირს საქართველო მასპინძლობს.
ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში დღეს ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა.
მასში27- ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობს ,აქედან 15 ქვეყნის გუნდი ქუთაისს ეწვევა. დანარჩენი კი ონლაინ ჩაერთვება.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც ხშირად „ფიზიკის მსოფლიო თასს“ უწოდებენ, ყოვეწლიურად ტარდება და საშუალო სკოლის მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვან ინტელექტუალურ კონკურსად ითვლება.
აღსანიშნავია, რომ 1996 წელს, საქართველოში, წყალტუბოში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოსთა მე-9 საერთაშორისო ტურნირი, სადაც მსოფლიოს 18 ქვეყნის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
ახალგაზრდა ფიზიკოსთა საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერები არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.
გუნდების უნივერსიტეტის კამპუსში ასპარეზობენ. ტურნირი 14 ივლისამდე გასტანს.