„ტორპედოში" არსებული ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელებმა ვარჯიშსა და მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადეს
08.07.2021
უკან დაბრუნება
„ტორპედოში" არსებული ფინანსური პრობლემების გამო ფეხბურთელებმა ვარჯიშსა და მატჩის ჩატარებაზე უარი განაცხადეს.
უკვე 4 თვეა, რაც ფეხბურთელებსა და კლუბში დასაქმებულებს ხელფასი არ აუღიათ.
საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში „ტორპედო" მოედანზე მთავარი გუნდით სწორედ ამ მიზეზით არ გავიდა
ტორპედოს შეძენის მსურველი "ალიანს ჯგუფ ჰოლდინგის" პრეზიდენტი აიეტ კუკავა კლუბის გულშემატკივარს ყოფილ პარლამენტარ დავით ლორთქიფანიძესთან ერთად შეხვდა.
მათ ტორპედოსთან დაკავშირებით თავიანთ გეგმებზე ისაუბრეს.