შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებული ოფისი გაიხსნა
07.07.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის განახლებული ოფისი გაიხსნა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ენერგოომბუდსმენ სალომე ვარდიაშვილთან ერთად მოქალაქეებს შეხვდა და ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებული სიახლეები გააცნო. გახსნას ქუთაისის ვიცე მერი დავით ერემეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან კიკნაველიძე დაესწრნენ. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ოფისი ქუთაისის გარდა, თბილისში, ბათუმსა და კახეთში უკვე ფუნქციონირებს.