შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ წაიკითხა
07.07.2021
უკან დაბრუნება
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ წაიკითხა. დავით ნარმანიამ ენერგეტიკის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს სემეკის ფუნქციები გააცნო . საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, სემეკის თავმჯდომარემ წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა. მხარეებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სემეკი გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, დაეხმაროს უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში.