გიორგი დავითური ამბობს , რომ 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის დანაშაული
07.07.2021
უკან დაბრუნება
,,გამოხატვის თავისუფლების თავლსაზრისით უკანასკელი ორი დღე იყო უმძიმესი ჩვენს ქვეყანაში’“ ასე ეხმაურებიან 5-6 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში. ორგანიზაციის მთავარი იურისტი გიორგი დავითური ამბობს , რომ 5 ივლისს ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი იქნა სისხლის სამართლის დანაშაული, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ კი ძალადობრივი ჯგუფების შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა.