შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის კიდევ 4 მონაწილე დააკავა.
07.07.2021
უკან დაბრუნება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის კიდევ 4 მონაწილე დააკავა. მათ ბრალად ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლა, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნა და ჯგუფური ძალადობა ედებათ . გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორმა დაკავებულმა ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე ორმა დაკავებულებმა პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.