თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს
06.07.2021
უკან დაბრუნება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სახმელეთო და საჰაერო გზით ქვეყანაში შემომსვლელი ტურისტებისთვის კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, განსხვავებული რეჟიმი აღარ იყოს.
როგორც თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შესაძლოა, ეპიდემიოლოგიური სურათის საჭიროებიდან გამომდინარე, საჰაერო გზით შემოსულ ტურისტებსაც PCR ტესტი მოსთხოვონ.