აქცია გაიმართა დღეს ბათუმშიც, სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენლებმა ტრანსფარანტებით „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ ოპერატორებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს სოლიდარობა გამოუცხადეს. მათ ხელისუფლებას საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდეს და პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის და ძალადობის ფაქტები დაგმეს.