თბილისში მიხეილ მესხის სახ.ცენტრალურ სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა
05.07.2021
უკან დაბრუნება
თბილისში მიხეილ მესხის სახ.ცენტრალურ სტადიონზე კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა,სადაც ადგილობრივმა ,,საბურთალომ ,,ქუთაისის ,,ტორპედოს,, უმასპინძლა.აღსანიშნავია , რომ ,,ტორპედოში,, შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, გუნდის ძირითადმა შემადგენლობამ თამაშზე უარი განაცხადა და მწვრთნელები იძულებული გახდნენ კლუბი,, ტორპედო ორისა,, და ახალგაზრდული გუნდების ფეხბურთელებით დაეკომპლექტებინა.მატჩიც მასპინძლების უპირატესობით წარიმართა,რომლებიც ძირითადი შემადგენლობით დაუპირისპირდნენ ახალგაზრდულ ,,ტორპედოს,, და შესაბამისად სამი უპასუხო გოლი გაიტანეს . შეხვედრაც მათივე გამარჯვებით 3-0 დასრულდა.
მოპოვებული სამი ქულით ,,საბურთალო ,, გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა,ხოლო ტორპედოელები მერვე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ.