საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო
05.07.2021
უკან დაბრუნება
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო, ქუთაისში პროცესში ჩხობაძის სახელობის მრავალპროფილური ცენტრი ჩაერთო. სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის მსურველ მოსახლეობას ცხრა ამცრელი კაბინეტი ემსახურება, ხოლო თუ მიმართვიანობა გაიზრდება , კიდევ 11 კაბინეტის დამატება იგეგმება. როგორც კლინიკაში განმარტავენ, მოსახლეობის მომართვიანობა მაღალია. მასობრივი ვაქცინაცია ჩხობაძის ცენტრში “სინოვაკის” და “სინოფარმის” ვაქცინებით გაგრძელდება, მოგვიანებით კი სხვა ვაქცინები დაემატება.