ქუთაისის მერია სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის გადასახური მასალების შესყიდვა-გადაცემას გულისხმობს
03.07.2021
უკან დაბრუნება
ქუთაისის მერია სპეციალურ პროგრამას ახორციელებს, რომელიც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის გადასახური მასალების შესყიდვა-გადაცემას გულისხმობს. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოსახლეობისთვის უფასოა მერიამ 20 000 კვადრატული მეტრი რუბეროიდი, ე.წ. „ტოლი“, ასევე 7 400 კვადრატული მეტრი თუნუქის გოფრირებული და ფურცლოვანი გადასახური მასალები შეიძინა. პროგრამის „მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის გადასახური მასალების შესყიდვა-გადაცემის“ ფარგლებში დღეს გადასახური მასალები 70-მა ბინის ამხანაგობამ მიიღო.