სიმბოლურად აიღეს ბარიკადები, თუმცა შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა
01.07.2021
უკან დაბრუნება
სიმბოლურად აიღეს ბარიკადები, თუმცა შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა-განცხადება ,,რიონის ხეობის,, მცველმა ვარლამ გოლეთიანმა ,,დღის ამბებთან ,, გააკეთა. გოლეთიანი ამბობს,რომ მედიაციის მიუხედავად არანაირი შედეგი არ აქვთ, თუმცა ადასტურებს, რომ ამ დროისთვის ჰესის მშენებლობა შეჩერებულია.
მისი თქმით, სანამ ხელისუფლება უფრო ქმედითი არ იქნება და სანამ საკითხები რეალურად არ გადაწყდება, მანამდე პროცესი წინ ვერ წავა.
გოლეთიანის განმარტებით, ისინი პროტესტს აგრძელებენ, 246-ე დღეა ,,რიიონის ხეობის მცველები,, რამეს კარვებში ათევენ.მათი სამომავლო გეგმები კი ისევ ხელისუფლების ნაბიჯებზეა დამოკიდებული.