შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ცესკოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა
30.06.2021
უკან დაბრუნება
ცესკოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა ინფორმაცია თამარ ჟვანიამ სოციალური ქსელით გაავრცელა. ,,მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.-წერს ჟვანია. ვრცელ განცხადებაში ყოფილი თავმჯდომარე მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებზეც საუბრობს და კომისიის მიერ მიღწეულ შედეგებსაც აკონკრეტებს.ჟვანია მადლობას უხდის თანამშრომლებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო! ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას.-წერს თანარ ჟვანია.