საკრებულოს რიგით 43-ე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი ერთხმად დაამტკიცეს.
ასევე მოიწონეს რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსზე წარსადგენი ქუთაისში ინფრასტრუქტურის განვითარების 2020 -22 წლების საპროექტო წინადადებები -მათ შორის ცენტრალური შადრევანის რებილიტაცია და ასსსაფეხურიანი კიბის ისტორიული იერსახის აღდგენა .
საკრებულოს სხდომას ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ,ისინი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.