შპს ტელე-რადიო კომპანია" რიონის" მულტიპლექსით გავრცელების არიალია - ქ.ქუთაისი და მიმდებარე რაიონები.



ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება
30.06.2021
უკან დაბრუნება
ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება. როგორ იქნება მოწყობილი საგამოცდო სექტორები 2021 წლის გამოცდებისათვის და რა რეგულაციების დაცვა მოუწევთ როგორც აბიტურიენტებს, ასევე საგამოცდო პროცესში ჩართულ პირებს. საკითხზე სრული ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს დღეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა მიაწოდეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით გახსნილი იქნება 25 საგამოცდო ცენტრი- ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. საგამოცდო პროცესი ჯანდავციის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდება.